დღეს, 21 მაისს, უკრაინაში, არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპა-აზიის რეგიონული ორგანიზაციის დაგეგმილ ევრაზიის მე-11 რეგიონული კონფერენცის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინის არქივებს შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებების თანამშრომლობას საარქივო დოკუმენტების ერთობლივი პუბლიკაციების, ერთობლივი გამოფენების მოწყობის, პროფესიული და სამეცნიერო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებებით.
კონფერენციის თემებია: საერთო საარქივო მემკვიდრეობა და ეროვნული საარქივო ფონდები; ელექტრონული დოკუმენტბრუნვა და ელექტრონული არქივები და სხვ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია უკრაინაში 19 მაისს გაემგზავრა. იგი არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპა-აზიის რეგიონული ორგანიზაციის დაგეგმილ ევრაზიის მე-11 რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. დელეგაციას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგიტა ჭეჟია ხელმძღვანელობს.
კონფერენცია 23 მაისს დასრულდება.