დღეს, 21 მაისს, თბილისში დიდი სამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კინოფესტივალი გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, 21-24 მაისს კინოთეატრ "რუსთაველში", დსთ-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის მხარდაჭერით კინოფესტივალი "გამარჯვება. ერთია ყველასთვის" გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება საბჭოეთის პერიოდის რეჟისორთა საუკეთესო ნამუშევრები. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "Совэкспортфилм".
საქართველოს შემდეგ, ფესტივალის ფარგლებში ჩვენებები ყაზახეთსა და თურქმენეთში გამართვას. პროგრამაში წარმოდგენილია გასული საუკუნის 50 _70-ან წლებში საბჭოთა რესპუბლიკების კინოსტუდიებში შექმნილი ფილმები.
ფესტივალის საზეიმო გახსნა 21 მაისს გაიმართება. ფილმებს საბჭოური პერიოდის კინოვარსკვლავები წარადგენენ.