ხვალ, 21 მაისს საქართველოს პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას მოუსმენენ.
ჭანტურია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მივა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2009 წლის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიში პარლამენტში უკვე რამდენიმე კვირაა რაც შევიდა. მასში საუბარია როგორც გაწეულ საქმიანობაზე და ფინანსურ ხარჯებზე, ასევე სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე.