ხვალ, 21 მაისს, ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 73 წელი შესრულდება.
სოფიკო ჭიაურელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
სოფიკო ჭიაურელი დაიბადა 1937 წლის 21 მაისს. 1960 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, 1976 წელს _ საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1979 წელს სომხეთის სახალხო არტისტის წოდებები. 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 წლებში მოპოვებული აქვს პრიზები საერთაშორისო ფესტივალებზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 1980 წელს გახდა სახელმწიფო პრემიის 1996 წელს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურაეტი. 1997 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი. 1998 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 2000 წელს _ კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, 2002 წელს ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია. 2003 წელს _ ვერა ხოლოდნაიას სახელობის პრემია _ "ეკრანის დედოფალი".