საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 22-23 მაისს რიო დე ჟანეიროში გასამართ "დიდ სლემზე" 3-კაციანი შემადგენლობით გამოვა. ბრაზილიაში დავით ქევხიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან ჟორჟოლიანი იასპარეზებენ. მწვრთნელობას კი გურამ მოდებაძე გასწევს.
რიო დე ჟანეიროს "დიდი სლემი" ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ციკლში ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირია. ჩემპიონები ოლიმპიურ რეიტიმგში 300 ქულას ჩაიწერენ, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები კი 180 და 120 ქულას.
საქართველოს ნაკრების სამივე წევრისა და მათი მწვრთნელის დაფინანსება ბრაზილიაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა უზრუნველყო. ქევხიშვილი ტურნირზე კანადიდან ჩავა, ლიპარტელიანი გერმანიიდან, ჟორჟოლიანი და მოდებაძე კი თბილისიდან