მადრიდში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 6 სპორტსმენით გამოვა. მათგან ერთმა - 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძემ - უკვე იასპარეზა და ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა. პირველ მოძრაობაში - ატაცში მიშველიძემ სამივე ცდა გამოიყენა. 98-, 100- და 103-კილოგრამიანი შტანგები ასწია და მეორე ადგილი დაიკავა.
21 მაისს ჩემპიონატში თემურ პერტაია (77 კგ) ჩაერთვება, 22-ში კი ვილიამინ ალექსიძე (94 კგ) და ლაშა ტალახაძე (+94 კგ). ცნობისთვის, ალექსიძე ჭაბუკებში ევროპის მოქმედი ჩემპიონია.