რუსეთი აზერბაიჯანის დაყოლიებას და კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ცდილობს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს რეფორმების ასიციაციის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.
„კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგებისა და ექსპერტების განცხადებები, რომ აზერბაიჯანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ლოგიკური და სამართლიანია, სავარაუდოდ, ბაქოს ყურადღების მოდუნებას უფრო ისახავს მიზნად. ანუ, რუსეთს წლებია აქვს ერთი ძალიან ყურადსაღები პოზიცია. ისინი მზად არიან დაეთანხმონ ლაჩინის კორიდორის ნაწილის დათმობას სომხების მხრიდან, თუ აზერბაიჯანი დაეთანხმება კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ სერგი კაპანაძემ.
კაპანაძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ცალკეული რუსი პოლიტიკოსების დითირამებები, აზერბაიჯანული მხარის ამჟამიდელი პოზიციის გათვალისწინებით, ტაქტიკური ნაბიჯი იყოს.
„დღეს, როცა აზერბაიჯანი უტევს და იკავებს სიმაღლეებს, ეს განცხადებები შეიძლება ტაქტიკური ნაბიჯიც იყოს, რათა შეაჩერონ აზერბაიჯანის წინსვლა”, - აცხადებს კაპანაძე.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ამ ვითარებაში აზერბაიჯანი კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განთავსებას დათანხმდეს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილის პირის, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრის, პოლიტოლოგ სერგეი მარკოვის განცხადებით, აზერბაიჯანის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც ითხოვს, რომ სიტუაცია იქნას კორექტირებული, მით უფრო, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს გარეოს რეზოლუცია, ლოგიკური და სამართლიანია.
„სტატუს-კვო აფიქსირებს ძალთა იმ განლაგებას, რომელიც იყო 20 წლის წინ, როდესაც სომხეთი იყო უფრო ძლიერი. მაგრამ მას შემდეგ ძალთა თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამიტომაც, აზერბაიჯანის პოზიცია, რომელიც მოითხოვს სიტუაციის კორექტირებას, მით უფრო, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს გაეროს რეზოლუცია, ლოგიკური და სამართლიანია“, - განაცხადა მარკოვმა.
მარკოვი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნიკალურ მდგომარეობაშია სხვა ლოკალურ კონფლიქტებთან შედარებით.
„პირველი- გამყოფ ხაზზე არ არიან მშვიდობისმყოფელები, ამიტომაც აფეთქება შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ წამს. მეორე- - ჩვენ ვხედავთ კონფლიქტთან დაკავშირებულ გაყინულ მოლაპარაკებებს. პასუხიმგებლობა ამაზე პირველ რიგში ეკისრება ეუთოს მინისკის ჯგუფს. იქ არის უნიკალური ვითარება, როდესაც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა სამი ქვეყანა, სადაც სომხური დიასპორა არის ყველაზე ძლიერი მსოფლიოში - აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. რა თქმა უნდა ეს ქვეყნები არ ისწრაფვიან მოლაპარაკებებისკენ“, - განაცხადა მარკოვმა.
პოლიტიოლოგი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარება აიძულებს მინისკის ჯგუფს „გაალღოს“ მოლაპარაკებების პროცესი.
მარკოვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანს რუსეთის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგანაც, რუსეთში არა მხოლოს სომხური, აზერბაიჯანული დიასპორაც საკმად ძლიერია.