ლიტვის კლაიპედის სასამართლომ სვასტიკა ლიტვის ისტორიულ მემკვიდრეობად აღიარა. ამით სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დახურა. სასამართლომ დაადგინა, რომ სვასტიკა ბალტიელების კულტურის ღირებული სომბოლოა, რომელიც მოგვიანებით სხვა ხალხებმა მიითვისეს და გამოიყენეს.
სვასტიკის დამცველთა განცხადებით, სვასტიკა მსოფლიოს შექმნის სიმბოლოა და არა ფაშიზმის.
2008 წლის ზაფხულში ლიტვის სეიმმა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა ნაცისტური და საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება.