ხვალ, 21 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვევა.
მინისტრი რამდენიმე სასწავლო ლაბორატორიას მოინახულებს, აკადემიაში სწავლების მეთოდებს გაეცნობა და სასწავლო გემ "აკადემიას" ეწვევა, რომელიც პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მიზნით, ბათუმის საზღვაო აკადემიას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.