"ღვთის მადლით საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდება. მთავარია, გვახსოვდეს - მამული, ენა, სარწმუნოება და ღმერთი, სამშობლო და ადამიანი", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დავით გარეჯის მონასტერში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.
პატრიარქის თქმით, მსოფლიოში მრავალი წმინდა ადგილი არსებობს, მაგრამ ისეთი წმინდა ლავრა, როგორც დავით გარეჯია არსად არ არის.
"მრავალი განსაცდელი არსებობს, მაგრამ ჩვენ იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენს ქვეყანას დიდი მფარველი ჰყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც საქართველო და ქართველი ხალხის დაცემს არ დაუშვებს. ჩვენ ასევე გვყავს მრავალი წმინდანი, მათ შორის სასწაულმოქმედი მამა დავითი. ამიტომ იმედი არ უნდა დავკარგოთ. მე ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დღესასწაულს. ღვთის მადლით საქართველო გამთლიანდება და გაბრწყინდება, მთავარია ჩვენ გვახსოვდეს - მამული, ენა, სარწმუნოება და ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამა დავით გარეჯელის და 12 ასურელი მამის ხსნების დღე აღინიშნება.