ხვალ, 21 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის განათლების მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის #8 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა "ბოლო ზარს" დაესწრება და სკოლის დამთავრებას მიულოცავს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი კურსდამთავრებულებს საჩუქრად მათთვის დამზადებულ, ლურჯი ფერის ყელსახვევებს სამახსოვრო წარწერით "აფხაზეთის საჯარო სკოლის 2010 წლის გამოშვება" გადასცემს.
წელს აფხაზეთის საჯარო სკოლებს 795 კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის 315 ოკუპირებული ზონის (გალის რაიონის) მოსწავლეა.
2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მისაღებად სულ-427 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათ შორის 192-კონფლიქტის ზონიდან.