სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში ელოდებიან. ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე 29-გვერდიანი ანგარიში უნდა წარადგინოს. პრეტენზიები დოკუმენტთან დაკავშირებით, საკომიტეტო განხილვის ფორმატში, უკვე გამოთქვეს როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ მოხსენების მოსმენის შემდეგ, შესაძლოა კითხვები მასაც გაუჩნდეს, თუმცა არ მიაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგაშო სიტუაციაა.
„არ მგონია და არც ისეთ კატასტროფულ სიტუაციას ვხედავ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით, თითქოს არის ქვეყანაში. მე უფრო მგონია, რომ არა ნაკლებს აკლებენ სხვა ქვეყნები ზოგადად, ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცეთ და ამ პროპაგანდას დავუპირისპიროთ ჩვენი ქართული, ტრადიციული შეხედულებები, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები,“ - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.