"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერებმა მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში წარადგინეს.
ამასთან, ქალაქის ცენტში მოსახლეობას შეხვდნენ და "ალიანსის" ჯანდაცვის პროგრამა გააცნეს და გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს გაზის ტარიფის 50% და ელექტრო ენერგიის ტარიფის 30-35% შემცირებას დაპირდნენ.
"ალიანსს" ქუთაისში თვითმართველობის არჩევნებში 10 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავს დაკავებული.