ამერიკული ინტერნეტ-საიტი CareerCast.com -ი ყოველწლიურად ადამიანის ფსიქიკისთვის ყველაზე სახიფათო რეიტინგს აქვეყნებს. წელს ყველაზე სტრესულ სამუშაოდ მეხანძრის პროფესია მიიჩნიეს.
რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ფირმის ხელმძღვანელის პროფესიამ. ექსპერტთა აზრით, აღნიშნული სამუშაო რამდენიმე სფეროში მაღალ კვალიფიციურობას მოითხოვს.
მესამე ადგილი წილად ხვდათ ტაქსისტებს. ამ პროფესიის წარმომადგენლებს მუშაობა 24-საათიან რეჟიმში უწევთ. არ გამორიცხავენ ავარიულ შემთხვევებსაც. ტაქსისტების გარდა ღამის გათენება ქირურგებსაც უწევთ. შესაბამისად, მათმა პროფესიამ მეოთხე ადგილი დაიკავა.