20 მაისს მართლადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმინდათა მამათა ღირსისა დავით გარეჯელისა - მამადავითობა თბილისში; ღირსისა იოანე ზედაზნელისა და 12-თა მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა (VI-VII).
სადღესასწაულო ლოცვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს 20 მაისს, 10:00 საათზე, დავით გარეჯში.
თბილისის მამადავითის ტაძარში, მთაწმინდაზე ილია II-მ ლოცვა 19 მაისს, 17:00 საათზე აღავლინა.