უნივერსიტეტში არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი. როგორც რატიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უნივერსიტეტის ავტონომია დღეს არის შელახული.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გუშინ დაარბიეს. მისი ავტონომია არის შელახული და სტუდენტების და პროფესორების უმრავლესობა არის დაუცველი. აი, ეს მიიღეთ თქვენ მეოთხე წელიწადს. შემაშფოთებელია, როდესაც უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციაში მუშაობს ოდეერი და მთელს პროცესს ის მართავს,“-განაცხადა სერგო რატიანმა.