საარჩევნო თემატიკაზე თბილისში კიდევ ერთი გამოკითხვა ჩატარდა. ამჯერად დედაქალაქელების აზრი ფრანგულმა სააგენტო "ჩშA"-მ გამოიკითხა.
შეკითხვაზე "მერობის რომელ კანდიდატს აძლევთ ხმას", გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: გიგი უგულავა - 57 %, ირაკლი ალასაია - 14 %, , გია ჭანტურია - 11 %, გოგი თოფაძე 10 %, ზვიად ძიძიგური 5 %, , ნიკა ივანიშვილი 1 % და დავით იაკობიძე ასევე 1 %.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, აღნიშნული გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დიდი რეიტინგით თბილისში მმართველი გუნდი (44 %) სარგებლობს. მას 23 %-ით ქდმ მოჰყვება, შემდეგი ადგილები კი ასე ნაწილდება: "ალიანსი" 16 %, "მრეწველები" 9 %, "ეროვნული საბჭო" - 7 %, დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს კი ხმათა არც ერთი პროცენტი არ ერგო.
წინასააარჩევნო გამოკითხვა თბილისში 1-4 მაისს ჩატარდა. აღნიშნულის ფარგლებში 1000-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა.
"ჩშA" ცნობილი ფრანგული სააგენტოა, რომელიც 1974 წლიდან არსებობს. მისი ხელმძღვანელის განმარტებით, გამოკითხვასა და არჩევნების რეალურ შედეგებს შორის ცდომილება საშუალოდ 3 % შეიძლება იყოს.