საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში, დღემდე საუბრობენ, რომ მარიხუანა უნდა აიკრძალოს და მისი მომხმარებელი ციხეში „დალპეს“. ზოგიერთი მარიხუანის ლეგალიზებისა და დეკრიმინალიზაციის მომხრეა, მაგრამ არავინ სვამს კითხვებს: რატომ აიკრძალა მარიხუანა? რატომ ხვდებიან ციხეებში მისი მომხარებისთვის ადამიანები?
სავარაუდოდ, ბევრი მიიჩნევს, რომ მარიხუანის აკრძალვა რაიმე სახის სამეცნიერო კვლევებს ან გამოცდილებას ეფუძნებოდა. მით უფრო, რომ ამ საკითხზე სერიოზული სახით საუბრობენ ის ექიმებიც, რომლებიც საკუთარ თავს „დარგის სპეციალისტებს“ უწოდებენ და არც კი იციან მარიხუანის აკრძალვის რეალური ისტორია. დიახ, მარიხუანის აკრძალვისას, მეცნიერულად არავის დაუდგენია, რომ მარიხუანა უფრო მავნეა , ვიდრე სხვა ნარკოტიკი, რომელსაც ადამიანები ლამის ყოველდღიურად ვიღებთ, თუნდაც ალკოჰოლი ან სიგარეტი.
მარიხუანა ჩვენი ინტერესების დასაცავად აიკრძალა?
წიგნის „ყვირილის დევნაში: ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის პირველი და უკანასკნელი დღეები“ ავტორმა იოჰან ჰარიმ წამოსწია ოფიციალური არქივები, რათა გაერკვია რატომ აკრძალეს კანაფი 1930 წელს და აღმოაჩინა, რომ აკრძალვისას შემოთავაზებული თეზისები შორს არის სინამდვილისგან.
1929 წელს ვაშინგტონში შეზღუდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ჰარი ანსლინგერი. ალკოჰოლის თემა განგსტერების მიერ იყო მონოპოლიზირებული, რადგანაც იმ დროისთვის განგსტერები ფლობდნენ არა თუ ცალკეულ კვარტალებს, არამედ მართავდნენ ამერიკის ქალაქებს.
შესაბამისად, სპირტზე ტოტალური ლაშქრობა ვერ ხერხდებოდა. ანსლინგერი დილემის წინაშე აღმოჩნდა. იგი იმყოფებოდა უდიდესი სახელმწიფო დეპარტამენტის სათავეში და, ფაქტობრივად, არაფრის აკრძალვა არ შეეძლო.
როდესაც მას მარიხუანის თემა ჩააწვეთეს, ანსლინგერმა განაცხადა, რომ ეს არ იყო პრობლემა: „ის არ ვნებს ადამიანებს და იმაზე აბსურდული მოსაზრება, რომ მარიხუანა ადამიანებს აგრესიულებად აქცევს, არ არსებობს“.
მაგრამ გულხედაკრეფილი ყოფნაც შეუძლებელი იყო. საფრთხის წინ დადგა დეპარტამენტის არსებობის მიზაშეწონილობაც და აი, ამ დროს ანსლინგერმა თავისი მოსაზრება შეცვალა.
მან საზოგადოებას დაუწო იმის ახსნა, რა მოუვათ ადამიანებს თუ ისინი მარიხუანის მომხარებლები გახდებიან.
თავიდან თქვენ აღმოჩნდებით „გაავებულ ბოდვებში“, შემდეგ დაგეწყებათ „ეროტიკული ხასიათის ოცნებები“, მოგვიანებით თქვენ დაკარგავთ „საღად აზროვნების უნარს“ და, საბოლოოდ, თქვენ მიხვალთ გარდაუვალ საბოლოო წერტილამდე: „შეურაცხადობა, სიშლეგე“.
მარიხუანა ადამიანს ველურ ცხოველად აქცევს. მარიხუანა თავს რომ დაესხას ფარნკენშტეინს, იგი შიშისგან მოკვდება, - აცხადებდა ანსლინგერი.
მან, როგორც იტყვიან, ჩაიხვია ერთი ისტორია - ფლორიდაში მოზარდმა - ვიკტორ ლეკეტამ, ნაჯახით მოკლა დედა. ანსლინგერმა აუხსნა ამერიკას: ეს არის ის, რაც მოხდება თუ თქვენ მოსწევთ „დემონის სარეველას“. ეს შემთხვევა ყურადსაღები გახდა მშობლებისთვის.
რა მტკიცებულებები ჰქონდა ჰარი ანსლინგერს?
როგორც ირკვევა, ამ პერიოდში მან მიმართა 30 მეცნიერს და დაუსვა კითხვა: არის თუ არა საშიში მარიხუანა და უნდა აიკრძალოს თუ არა მისი მოხმარება?
30-დან 29 მეცნიერმა გასცა პასუხი, რომ აკრძალვა საჭირო არ არის.
ანსლინგერმა აირჩია ერთი მეცნიერის პასუხი - კი! და სწორედ ეს პასუხი გააცნო მსოფლიოს ხელში ნაჯახმომარჯვებული ვიქტორ ლეკეტას დანაშაულის არგუმენტად.
პანიკით მოცულმა აშშ-მ მარიხუანა აკრძალა
აშშ-მ არა მხოლოდ თავად აკრძალა მარიხუანა, არამედ სხვა ქვეყნებსაც, სადაც მას ჰქონდა გავლენა, მოუწოდა იგივე გაეკეთებინათ. თუმცა ყველა ქვეყანამ არ ისურვა აშშ-იდან მიღებული თხოვნა-დირექტივის შესრულება. მაგალითად, მექსიკაში ექიმებმა განაცხადეს, რომ კანაფი არ არის პრობლემების მიზეზი და მისი აკრძალვა უაზრობაა.
აშშ-ში ჩინოვნიკები განრისხდნენ. ანსლინგერმა გასცა მექსიკის სათანადოდ დასჯის ბრძანება. მექსიკა წინააღმდეგობას წევდა იმ დრომდე, ვიდრე აშშ-მა მას არ შეუწყვიტა ყველა ლეგალური ტკივიგამაყუჩებელი საშუალებების მიწოდება. ავადმყოფები ტკივილისგან აგონიაში ვარდებონენ და კვდებოდნენ. მექსიკა იძულებული გახდა დაეწყო ბრძოლა მარიხუანის წინააღმდეგ.
პარალელურად, კითხვები გაჩნდა „სახლში“. აშშ-ის ერთ-ერთმა წამყვანმა ექიმმა მაიკლ ბოლმა წერილი გაუგზავნა ჰარი ანსლინგერს, სადაც აღნიშნავდა, რომ მას სტუდენტობისას არაერთხელ გაუსინჯავს კანაფი, რამაც იგი მთვლემარე და უფრო მშვიდი გახადა.
„შესაძლოა, კანაფს მართლაც შეუძლია ჭკუიდან შეშალოს ადამიანების მცირე რაოდენობა, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ავკრძალოთ, არამედ დავაფინასოთ კვლევები, რათა გავარკვიოთ რამდენად არის იგი მაპროვოცირებელი ფაქტორი“, - წერდა ექიმი.
ანსლინგერის პასუხი: „მარიხუანის სიბოროტის წინააღმდეგ გაჩერება არ შეიძლება“ და აღნიშნავდა, რომ არ აპირებს არავითარი სამეცნიერო ექსპერიმენტების დაფინასებას.
დოკუმენტებით დასტურდება, რომ წლების განმავლობაში იგი ემუქრებოდა ექიმებს, რომლებიც საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ და აიძულებდა გაჩუმებულიყვნენ.
ზემოთაღნიშნული ყველა ფაქტის მოძიება შესაძლებელია აშშ-ის ფედერალურ არქივებში.
დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარიხუანა კვლავ აკრძალულია ჰარი ანსლინგერის მიერ პანიკაში ჩაგდებული მოსახლეობის მანიპულირებით, რასაც ხელი შეუწყო ვიქტორ ლეკეტას მიერ ჩადენილმა მკლველობამ. თუმცა წლების შემდეგ ფსიქიატრებმა შეისწავლეს ლეკეტას საქმე, რომლითაც დგინდება, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება მკვლელის მიერ კანაფის მოხმარების შესახებ.
მის ოჯახში მრავლად იყვნენ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები. მკლელობამდე ერთი წლით ადრე მის მშობლებს ლეკეტას ჰოსპიტალიზირება შესთავაზეს, რაზედაც მშობლები არ დათანხმდნენ. მის მკურნალ ფსიქიატრს კი არსად აქვს აღნიშნული, რომ იგი რაიმე სახის ნარკოტიკს, მით უფრო მარიხუანბას მოიხმარდა.
და მაინც, აგიჟებს თუ არა მარიხუანა?
დიდი ბრიტანეთის მთავარი მრჩეველი ნარკოტიკების საკითხებში დევიდ ნაატი განმარტავს: „თუ კანაფი იწვევს ფსიქოზს, პირდაპირი გზით ამის დამტკიცება ადვილია. კანაფის მოხმარების ზრდისას საზოგადოებაში უნდა იზრდებოდეს ფსიქოზით დაავადებულთა რაოდენობა, და როდესაც მისი მოხმარება მცირდება, ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს. ასეა თუ არა ეს? ჩვენ გვაქვს მრავალი მონაცემები სხვადასხვა ქვეყნებიდან და დგინდება, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეტში 1960 წლიდან კანაფის მოხმარების კოეფიციენტი გაიზარდა და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ფსიქოზის ზრდის ტემპებზე, ანუ ეს მაჩვენებელი უცვლელია“.
სამეცნიერო კვლევებით დგინდება, რომ კანაფი არანაირად არ არის ალკოჰოლზე საშიში. ექიმები ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ გარემოებაზე. ალკოჰოლს გამო აშშ-ში ყოველწლიურად 40 ათასი ადამიანი იღუპება, კანაფის მოხმარების გამო - არც ერთი.
2006 წელს კოლორადოში მცხოვრებმა ახალგაზრდამ მეისონ ტვერტმა „დუელში“ გამოიწვია გუბერნატორი ჯონ ჰინკენლუპერი. გუნერნატორს შტატის ტერირორიაზე არაერთი დაწესებულება ჰქონდა, რომლებიც ალკოჰოლით ვაჭრობდნენ და რის ხარჯზეც ის გამდიდრდა.
გუბერნატორი ამტკიცებდა, რომ მარიხუანა მავნებელია.
მეისონმა მას დუელის შემდეგი ფორმა შესთავაზა: „თქვენ მოიტანეთ ერთი ყუთი სპირტიანი სასმელი. მე მოვიტან ერთ ტომარა ბალახს. ყოველი თქვენს მიერ მიღებული სპირტიანი სასმელის დოზის მერე, მე მივიღებ ბალახს და ვნახოთ ვინ მოკვდება პირველი“.
ეს იყო ფინალი.
მეისონმა წამოიწყო მარიხუანის ლეგალიზაციის კამპანია და მას მხარი დაუჭირა შტატის მოსახლეობის 55%-მა.
ახლა ზრდასრული ასაკის აადამიანებს შეუძლიათ ლეგალურად, ლიცენზირებულ მაღაზიებში შეიძინონ კანაფი, სადაც ისინი იხდიან გადასახადებსაც, ხოლო გადასახადები ხმარდება სკოლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას. მოგვაინებით, თავად გუბერნატორმა ლეგალიზაციას „ჯანსაღი აზრი“ უწოდა. კოლორადოაში ახლა ხუმრობენ, რომ აქ შვილები მშობლებს არ კლავენ.
შესაბამისად, იქნებ დროა, ცალკეული ადამიანების თავზე აღმართული ვიქტორ ლეკეტას ნაჯახი გადავაგდოთ და იმისათვის რაც არ კლავს, არ ვნებს და არ არის საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები ციხეში არ ხვდებოდნენ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, მომზადებულია იოჰან ჰარის (JOHANN HARI) პუბლიკაციის მიხედვით