დღეს, 19 მაისს, ფრანგული კომპანია სი-ეს-ეი (CSA) ჯგუფი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე თვის დასაწყისში თბილისში ჩატარებული პოლიტიკური კვლევის შედეგებს წარმოადგენს.
წინასაარჩევნო კვლევა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ისა და ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა.
პრეზენტაციას სელინ ბატლერი, კომპანია სი-ეს-ეი-ს (CSA) საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პრეზენტაცია 13:00 საათზე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის, 15:00 საათზე კი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაიმართება.