დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ე.წ. სუპერსამშაბათის შედეგად გაამყარეს საკუთარი ლიდერობა პრეზიდენტობოს პოსტზე წარსადგენ კანდიდატთა შორის. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება, ერთმანეთს დიდი ალბათობით სწორედ კლინტონი და ტრამპი დაუპირისპირდებიან.
ორივე მათგანმა გუშინ 7 შტატში სძლიეს კონკურენტებს. ტეხასსა და ოკლაჰომაში დონალდ ტრამპი მისმა კონკურენტმა ტედ კრუზმა დაამარცხა. მინესოტაში კი მარკო რუბიომ სძლია მილიარდერ კანდიდატს. რაც შეეხება კლინტონს, იგი ბერნი სანდერსმა ოთხ შტატში დაამარცხა.
,,სუპერსამშაბათი“ პრაიმერისები და კონკურსები გუშინ, 11 შტატში ჩატარდა. 50 შტატიდან უმრავლესობაში შიდაპარტიული არჩევნები უკვე დასრულებულია, დარჩენილ შტატებში კი შიდაპარტიული შეჯიბრი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარდება, რის შემდეგაც ორივე პარტია პრეზიდენტობის კანდიდატებს ოფიციალურად რამდენიმე თვეში წარადგენს.