დღეს, 19 მაისს, 10:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 57-ე საჯარო სკოლას ეწვევიან და მე-11 კლასის მოსწავლეებში მიმდინარე პრეტესტს დააკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის საატესტატო გამოცდებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დადგენის მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქში, რაიონულ ცენტრებსა და მაღალმთიანი სოფლების სკოლების (სულ 62 საჯარო სკოლაში) მე-11 კლასის მოსწავლეებში საცდელი ტესტირებება მიმდინარეობს. აპრობაციაში მე-11 კლასის 1500-მდე მოსწავლე მონაწილეობს.