დღეს, 19 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიხსნება პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა "არტ პარლამენტი". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ფოტო-, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები. გამოფენას გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გამოფენაში მონაწილეებს სამახსოვრო სიგელებს გადასცემს.
გამოფენის ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.