,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სპეცუბნის შედეგებიც და მისი შექმნის საკითხიც ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილა და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც პროკურატურას გოგი თოფაძის განცხადების საფუძველზე საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"მუხროვანში სპეციალური უნბის შექმნაზე იმსჯელა ორი ინსტანციის სასამართლომ, რაიონულმა და სააპელაციომ. ორივემ დაადგინა, რომ სპეცუბანი შეიქმნა კანონის უფლებათა დაცვით. შემდეგ შედეგები გადაითვალა საოლქო საარჩევნო კომისიამ, შედეგები გასაჩივრდა და ორივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აუცილებელია პროკურატურა ამ ფაქტით დაინტერესდეს ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს,"- აცხადებს თამარ ხიდაშელი, რომელმაც საგარეჟოში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში ირმა ინაშვილს მცირე განსხვავებით მოუგო.