რუსეთის გენპროკურატურამ სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის ექსტრადაცია განახორციელა.
"პირველად, საერთაშორისო სამართლის თანამშრომლობის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის გენპროკურატურასა და აფხაზეთს შორის, აფხაზეთის მოქალაქის ნერსესიანი ა.ნ-ის ექსტრადაცია განხორციელდა. ნერსესიანს ბრალი მ.გ. ხაჩატურიანის განზრახ მკვლელობაში ედება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათი ინფორმაციით, მკვლელობა 1999 წლის 16 აგვისტოს გულრიფშის რაიონში მოხდა.
"ნერსესიანი 2009 წლის ოქტომბერში რუსეთის გენპროკურატურამ ყაზახეთიდან აფხაზეთის გენპროკურატურის მოთხოვნით გამოითხოვა. მეტიც, ამჟამად აფხაზეთის გენპროკურატურას რუსეთიდან 15 პირის მოთხოვნა უკვე გაგზავნილი აქვს. ამ ადამიანებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი", _ იუწყება აფხაზური მხარე.