ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7816 ლარის ნიშნულზე დაეცა. 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.7816 ლარი. დღეს კი, 1 აშშ დოლარი 1.7811 ლარი ღირდა. 
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.2129 ლარი ეღირება. დღეს ეს მაჩვენებელი  - 2.1941 ლარი იყო.