ხვალ, 19 მაისს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში ჟურნალ "ჟუნიორის" ერთი წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ცერემონიალს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, პარლამენტის წევრები, სკოლის დირექტორები და საბავშვო სახლის აღსაზრდელები დაესწრებიან.
ჟურნალი "ჟუნიორი"-საქართველო წარმოადგენს ცნობილი ფრანგული ჟურნალის "ჟუნიორ შციენცე & Vიე"-ის ქართულ, ლიცენზირებულ გამოცემას, რომელიც არის პირველი საერთაშორისო, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი ქართულ მედიაბაზარზე განკუთვნილი 11-იდან 18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, მიაწოდოს ინფორმაცია მეცნიერებითა და ტექნიკით დაინტერესებულ მოზარდებს, ამ სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებზე.
აღნიშნული ჟურნალი ასევე გამოიცემა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში.
ჟურნალი "ჟუნიორი" ქართულ ენაზე 2009 წლის ივნისის თვიდან გამოდის და მისი ტირაჟი 5 000-ს შეადგენს.