ხვალ, 19 მაისს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პროგრამის "სასკოლო პარტნიორობა" ფარგლებში აზერბაიჯანელ მოსწავლეებს თბილისში უმასპინძლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბოლნისის რაიონის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლეებს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ შორის ეთნიკურ აფხაზებთან ერთად შეხვდება.
ხვალვე, აფხაზეთიდან დევნილი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრებიან და პარლამენტის ისტორიას გაეცნობიან.
მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის წევრები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, რამინ ბაირამოვი და ისვახან შამილოვი შეხვდებიან, რის შემდეგაც აზერბაიჯანელი და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები თბილისის მერიაში გადაინაცვლებენ და სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამოქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა შეხვდებიან.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები "ასტრა პარკს" ეწვევიან და კარტინგებით რბოლაში ჩაებმებიან, რის შემდეგაც მათთვის D3 ფორმატში დაგეგმილია ფილმის ჩვენება. დღის ბოლოს კი მეგობრობის ნიშნად სიმბოლური ტორტი გაიჭრება.