19 და 20 მაისს, ლილოს დასახლების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
"თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი "თელასის" ქვესადგურში "ლილო 1" დაგეგმილი პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოებია.
19 მაისს, 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ლილოს დასახლებას, ჭირნახულისა და ფრანგულიანის ქუჩებს.
20 მაისს, ამავე საათზებში კი ელექტროენერგია შეუწყდება ლილოს დასახლებას, კახეთის გზატკეცილისა და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვა შეეხება ლილოს საბაჟო ტერმინალს, ბეტონის ქარხნას, ღვინის ქარხანას, ლილოს ბაზრობას და კომპანია "ავერსის" სააფთიაქო ბაზას.
ენენქტრონერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე განახლდება.