,, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოსამართლესთან დაკავშირებით უნდა იყოს ზედმიწევნით დასაბუთებული”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებტან მამუკა ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველაფერი უნდა მოახერხოს, რათა ახველდიანთან დაკავშირებული პრობლემა ამოიწუროს.
"ნებისმიერი კითხვა, საზოგადოებაში იწვევს გარკვეულ ბზარს სასამართლოსადმი ნდობის თვალსაზრისით. მინდა, ამ შემთხვევაში საზოგადოება არ დაზარალდეს. თითოეული მოსამართლის თავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, გადის თითოეული საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვეტის ბედი. ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოსამართლესთან დაკავშირებით უნდა იყოს ზედმიწევნით დასაბუთებული, სამართლიანი, კანონიერი, რადგან არ უნდა გაჩნდეს კითხვები. თუ კითხვები ჩნდება, მაშინ დამატებით საჭიროა მუშაობა", - აღნიშნა კობახიძემ.