აჭარაში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში I-II საუკუნის კოლხური ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს. აღმოჩენა ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს ეკუთვნის, რომელმაც უნიკალური ჭურჭელი მიწის დამუშავების დროს იპოვა. მან ამის შესახებ ბათუმის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს აცნობა.
სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენილი ნივთები პირველ, მეორე საუკუნეს ეკუთვნის.
უახლოეს მომავალში, სოფელ მახოში, შესაძლოა, არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყოს.