ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლი კახა კოჟორიძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებას ეხმაურბა და აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლეს.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით დააუცილებელია მისი რეფორმირება.
„საბჭოს სჭირდება სასწრაფოდ და ძირეული რეფორმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული გატარება, დაუყონებლივ მოახდინოს ამ ორგანოს რეფორმირება.საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს იმ წესით მოსამართლის გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც გუშინ მოხდა გათავისუფლება.არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი ის, რომ, ჭეშმარიტიც რომ ყოფილიყო მათი პრეტენზიები, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღო“, - განაცხადა კოჟორიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანი გუშინ გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები