იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ რეალურად საინტერესო იქნება სასამართლოს პოზიცია იყო თუ არა მართალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანთან მიმართებაში.
მისი თქმით, მიესალმება ახვლედიანის გადაწყვეტილებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
"ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, რეალურად სასამართლომ გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოცემულ შემთხვევაში იყო მართალი თუ - არა. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. თუ რა თქმა უნდა, სამივე ინსტანცია დაადგენს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იქცეოდა კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი", - განაცხახდა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება ახვლედიანის გადაყენების მიზეზებს, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ
მამუკა ახვლედიანი იყო არაეფექტური მენეჯერი. მურუსზე ხაზს უსვამს, რომ ახვლედიანს მოსამართლეობის უფლებებში არ ედავებიან.
"მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ არ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით რასაც ის აკეთებს რაიმე დევნა განხორციელდეს. ის რჩება მოსამართლედ”, - აცხადებს მურუსიძე.