ოზურგეთში დღეს გადამხდელთა მომსასხურების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმნა გახსნეს.
ცენტრი ოზურგეთისა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ გადამხდელებს მოემსახურება.
პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ოზურგეთში დღეს მთავრობის გასვლითი სხდომის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა შეხვდრები გამართეს. სანდრო კვიტაშვილი ექიმებს შეხვდა, ენერგეტიკის მინისტრმა კი, "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ ოზურგეთში გაზის ქსელის მშნებელობის მიზნით განხორციელებულ სამუშაოების შედეგს გაეცნო.