აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის რუს კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შესახებ მინსკში დადებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.
თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ობამამ განაცხადა, რომ რუსეთმა და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა, რომლებიც მოსკოვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, ზავის პირობები უნდა დაიცვან.
ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებს ასევე მოუწოდა კონფლიქტის ზონაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფების დაშვებისკენ.
ამავდროულად ობამამ უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნია დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების თარიღის განსაზღვრა.
მინსკის შეთანხმებას უკრაინის, რუსეთისა და დონბასის ორი არაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ხელი გასულ წელს მოაწერეს.