იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენება კავშირში არ არის ახვლედიანის განცხადებებთან. მისი თქმით, გათავისუფლების ძირითადი საფუძველი არის საქმისწარმოების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ახვლედიანის მიერ გამოცემული ბრძანებების შესაბამისად.
"გათავისუფლების საფუძველია საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ახვლედიანის გაცემული ბრძანების შესაბამისად. ეს მის განცხადებებთან კავშირში არ არის. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესთან დაკავშირებით, გარდაუვალი გახდა ბრძანების სახით, ყველა ნორმატიული აქტის გადახედვა, რომელიც სასამართლოში იყო შემოღებული. ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, საბჭომ გადაწყვიტა, რომ მამუკა ახვლედიანი შეგნებულად არიდებდა თავს საბჭოზე გამოცხადებას და კითხვებზე პასუხების გაცემას.