სამართლებრივ საკითხებში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტის ნინო ლომჯარიას შეფასებით, იუსტიციის საბჭო თავის უფლებას ბოროტად იყენებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.
“ძალაიან სამწუხაროა, რომ საბჭო იყენებს ასე ბოროტად თავის უფლებამოსილებას. მით უმეტეს, თუ გადავხედავთ მოვლენების განვითარებას, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა არაერთი გარემოების გამო დაიწყო. მას შემდეგ, რაც მან დაიწყო ხმამაღლა საუბარი და გაასაჯაროვა თუნდაც ის ფაქტები, რაც შეეხებოდა საგამოცდო ტესტების გაჟონვის ფაქტს“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილებას საბჭოს პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა ყველამ დაუჭირა მხარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ებანოიძე დაინიშნა.