ანკარაში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდებით, 9 ადამიანი დააკევეს. ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა.
მან აფეთქებაში, რომელსაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სირიაში მოქმედი "ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის" მებრძოლები დაადანაშაულა.
მისი ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური სირიელი ვინმე სალიჰ ნეჯარია. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც მას ტერაქტის განსახორციელებლად ლოჯისტიკური სახის დახმარება გაუწია.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაღუპულთაგან 26 სამხედრო პირია.