ანკარაში ტერაქტის დროს, რომელიც საერთაშორისო სამხედრო სასწავლებელთან მოხდა, ქართველი სტუდენტები არ დაშავებულან. ამის შესახებ „კურიერს“ ანკარაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ განუცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ თურქეთის დედაქალაქში აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
თურქეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა.
ამასთან, როგორც "ბიბისი" თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაშავებულია 61 ადამიანი.
ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა გუშინ საღამოს აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.
თურქეთის დედაქლაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უწოდა.