თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 212 კანდიდატია დარეგისტრირებული, საიდანაც 2 წლის ვადით 110 წევრი უნდა აირჩიონ. წევრები საკუთარი რიგებიდან თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ.
არჩევნებს მონაწილე ჯგუფების დამკვირვებლები დააკვირდებიან. შედეგები 3 დღეში გახდება ცნობილი. არჩევნებიდან ერთ კვირაში კი თვითმმართველობის პრეზიდენტი დასახელდება.