დღეს, სააგენტო "elite line"-ის 50-მა მოდელმა "რუსთაველის" მეტროდან "თავისუფლების" მეტრ ომდე, თბილისის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყეს.
მოდელებმა თბილისელებს უგულავას მხარდამჭერი ბუკლეტებიც დაურიგეს, მათი განცხადებით, დედაქალაქში ბევრი კარგი გაკეთდა - თბილისი შედარებით გალამაზდა, ამიტომ მოდელები არჩევენებზე ხმას გიგი უგულავას მისცემენ.