ტყიბულში გამსახურდიას ქუჩა #35-ში გაჩენილ ხანძარს მამა-შვილი - 65 წლის მამაკაცი და 40-წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლნენ.
მეზობლების განცხადებით, მათ გუშინ ღამით, აფეთქების ხმა გაიგონეს, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე დადგენილი არ არის.
ხანძრის შედეგად, გამსახურდიას ქუჩა 35-ში მდებარე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად განადგურებულია - დაზარალდა 8 ოჯახი.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება ცოტა ხნის წინ შეძლეს.