გამოჩენილ ქართველ პოეტ მუხრან მაჭავარიანს შაბათს, 22 მაისს დაკრძალავენ. ამ დროისთვის უცნობია თუ სად იქნება 82 წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტის საფლავი.
გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების განცხადებით, მათი სურვილია, რომ მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდაზე დაკრძალონ, სახვა შემთხვევაში კი პოეტს მის მშობლიურ საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში დაასაფლავებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 82 წლის მუხრან მაჭავარიანი რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც გულის შეტევა დაემართა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.