აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ციკლონმა გადაუარა. ჩრდილო კაროლინა, ვირჯინია, პენსილვანია, ნიუ–ჯერსის შტატებში ძლიერი ყინვები და დიდთოვლობაა.
გზების ნაწილი ჩაიკეტა, შეფერხებით მუშაობს რკინიგზაც. ვაშინგტონისა და ნიუ–იორკის აეროპორტებმა თოვლისა და ცუდი ხილვადობის გამო 1400–ზე მეტი რეისი გადადეს.
უამინდობაა ლუიზიანასა და ალაბამაში. აქ რამდენიმე დასახლებას ტორნადოებმა გადაუარეს.