უკრაინის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უმაღლეს რადაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტრო პოროშენკოს ბლოკმა იაცენიუკის მოღვაწეობა არაეფექტურად მიიჩნია და მისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებს. პოროშენკოს ფრაქციას სავარაუდოდ ბატკივშინა, სამოპომოშჩი და რადიკალური პარტიაც შეუერთდებიან. იმისათვის, რომ მთავრობის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში დადგეს, 150 ხელმოწერაა საჭირო.