დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გორის რაიონის ხელთუბნის ახლადგარემონტებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.
ხელთუბნის სკოლის რეაბილიტაციის მიზნით 380,000 ლარზე მეტი დაიხარჯა: გამოიცვალა ფანჯრები, სახურავი, ელ. გაყვანილობა, სკოლა აღიჭურვა თანამედროვე გათბობის სისტემით, ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, მოხდა შენობის ადაპტაცია უნარშეზღუდული პირებისათვის. შაშკინის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად სოფელ ხელთუბნის სკოლის მოსწავლეები გაუმჯობესებულ სასწავლო გარემოში განაგრძობენ სწავლას.
სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში მოხდა და იგი ორგანიზაცია "ჩHF საერთაშორისო საქართველო"-მ განახორციელა. პროექტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.