უკრაინის გენერალური-პროკურორის მოადგილე, რეფორმატორი ვიტალი კასკო თანმდებობიდან გადადგა. ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 15 თებერვალს კიევში ჟურნალისტებთან საუბარში, გადადგომის მიზეზად კასკომ გენერალური პროკურორი ვიქტორ შოხინი დაასახელა, რომელმაც მას "მთელი უფლებამოსილება ჩამოართვა".
ამ განცხადებას ტვიტერით გამოეხმაურა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაეტი, რომელმაც კასკოს რეფორმებისთვის მებრძოლი უწოდა და დასძინა, რომ მისი გადადგომა „ძირს უთხრის რეფორმების მსვლელობას უკრაინაში“.
მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა აივარას აბრომავიჩიუსმა, რომელმაც რეფორმების შეფერხების მიზეზად „მზარდი სისტემური წინააღმდეგობა“ დაასახელა.