ქართული ავიაკომპანია "აირზენა" რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისებს განახორციელებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "აირზენადან" აცნობეს, ავიარეისები თბილისსა და მოსკოვს შროის მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება.
ავიაკომპანიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ პრესკონფერენციას დღეს გამართავენ, რომელზეც ფრენების ზუსტი განრგიგი გახდება ცნობილი.
ავიაკომპანია "აირზენამ" ჩარტერული რეისების შესრულებასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს რამდენიმე კვირის წინ მიმართა.