ობამა პუტინს სირიაში ოპოზიციურ ძალებზე საჰაერო იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კრემლის ლიდერს ამერიკელი კოლეგა გვიან ღამით ტელეფონით დაუკავშირდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გარდა უკრაინის საკითხიც განიხილეს. საუბრისას ობამამ დონბასელი სეპარატისტები მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. საუბრის სხვა დეტალები უცნობია.