დამასკო ანკარას სამხედრო ექსპანსიაში ადანაშაულებს. სირიის ხელისუფლების მტკიცებით, თურქეთიდან სირიის ტერიტორიაზე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით აღჭურვული 12 სამხედრო მანქანა შევიდა. სამხედრო პიკაპებში სავადაუდოდ 100-მდე მებრძოლი იმყოფება. დამასკოს ვარაუდით, მათი ნაწილი თურქი სამხედრო მოსამსახურე, ნაწილი კი დაქირავებული მებრძოლებია. ოფიციალურ ანკარას დამასკოს ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.