მორიგი თავდასხმა ისრაელში. აღმოსავლეთ იერუსალიმში ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა ცეცხლი პოლიციელებს გაუხსნა. საპასუხო სროლის შედეგად თავდამსხმელები ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს იერუსალიმში ებრაელებზე თავდასხმის მე-4 შემთხვევაა. ებრაელმა ძალოვნებმა 5 თავდამსხმელი მოკლეს.